მალინა მარწყვის უნიკალური გემოთი ახლა უკვე შეგიძლიათ მთელი წლის სხვადასხვა დროს დატკბეთ.
წარმოგიდგენთ ქართული სელექციის შედევრს, მალინა მარწყვის რემონტანტულ ვარიანტს, რომელიც წელიწადში რამდენიმე მოსავალს იძლევა და აქვს მალინა მარწყვისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მაღალი ხარისხის გემო და აქვს შაქრის მაღალი შემცველობა.
ეს ჯიში რამდენიმე წლის წინ სელექციით მივიღე ჩემს სელექციურ მეურნეობაში, თელავში, სოფელ კისისხევში და ახლა უკვე შემიძლია მისი ნერგებიც შემოგთავაზოთ. მე ამ ჯიშს დავარქვი ქართული შესატყვისი სახელი “მარჟოლი”, მარწყვის და ჟოლოს ინიციალებისგან შემდგარი.
მარჟოლი უფრო მეტად გამძლეა დაავადებების მიმართ, ვიდრე მალინა მარწყვი და ეს თვისება უფრო დიდ უპირატესობას აძლევს მას, რადგან მისი მოვლა უფრო ადვილდება.
იყიდეთ მარჟოლის ნერგები და ისიამოვნეთ მალინა მარწყვის მაღალი ხარისხის გემოთი მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა დროს.
შენიშვნა: იმისათვის, რომ მარჟოლმა პირველი მოსავლის დასრულების შემდეგ მეორე და მესამე მოსავალის ყვავილები თავის დროზე განივითაროს და შეფერხება არ ჰქონდეს მსხმოირობაში, ამისათვის აუცილებელია გასამრავლებელი ულვაშების, იგივე სტოლონების მოჭრა, რათა მცენარე გადართული იყოს მსხმოარობაზე და არა გამრავლებაზე. ასევე უხვი მოსავლისთვის აუცილებელია კარგად განათებულ ადგილას დაირგოს ნერგები და წლის გვალვიან პერიოდებში უხვად მოირწყას. აგრეთვე გაძლევთ რეკომენდაციას, რომ როდესაც მარჟოლი დაასრულებს პირველ მოსავლას, ამის შემდეგ მცენარეებს მოაჭრათ ძველი ფოთლები, რათა მცენარეს სტიმული მიეცეს და ახალ ფოთლებთან ერთად მალევე წამოიღებს ახალ ყვავილებს. მოსავალთა შორის ინტერვალებში უნდა გაანოყიეროთ ნიადაგი. კითხვების შემთხვევაში გაგიწევთ დამატებით კონსულტაციას
მე ვიმყოფები თელავში, სოფელ კისისხევში, მაგრამ თუ თქვენ ჩემთან მოსვლას ვერ შეძლებთ მეთვითონ გამოგიგზავნით ნერგებს, ფოსტის მეშვეობით, შესაფერისი შეფუთვით, რათა ნერგები არ გამოშრეს.
მეცნიერ-სელექციონერი და მეურნე გიორგი ლაცაბიძე
ჩემი სელექციური პროგრამა მიმდინარეობს გარე დაფინანსების გარეშე, ღმერთის შეწევნით და ჩემი სახსრებით. ამიტომ თქვენი მხრიდან ჩემგან ნერგების ყიდვით წვლილი შეგაქვთ ადგილობრივ საქმეში.
Mention gmarket.ge when calling seller to get a good deal
მერი შერვაშიძის N56
(+995) 595 33 44 38
info@gmarket.ge
ორშ-პარ 10:00 - 19:00
საავტორო უფლებები © 2024 Gmarket.ge, ყველა უფლება დაცულია. ვებგვერდის დიზაინი შეიქმნილია ტიჩეს გუნდის მიერ.